+995 555 169 777

დაგვირეკეთ

სამუშაო საათები

09:00-18:00

ბუკლეტის ჩამოტვირთვა

მინამაგნეზიტის ფილა (მმფ)

მინამაგნეზიტის ფილა (მმფ) ახალი თაობის უნივერსალური სამშენებლო მასალაა, რომელმაც მსოფლიო სამშენებლო სფეროში დიდი პოპულარობა დაიმსახურა და შეცვალა არსებული სხვა მოსაპირკეთებელი და გასატიხრი ფილა. მმფ გამოიყენება დაკიდული ჭერის, იატაკის, ოთახშორისი ტიხრების, გარეთა ფასადების, მანსარდების, ბუხრების, სავენტილაციო და საკომუნიკაციო შახტების, ცენტრალური კონდინცირების და ვენტილაციის სისტემების მონტაჟისთვის, ყალიბების მოსაწყობად და აგრეთვე სარეკლამო დაფების დასამზადებლად. მინამაგნეზიტის ფილა შეუცვლელია სამედიცინო და სამკურნალო ოთახების მოსაპირკეთებლად. მმგ მდგრადია ობის, ბაქტერიებისა და მწერების მიმართ. ასევე მინამაგნეზიტის ფილა არის ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობის, არ შეიცავს და არ გამოყოფს მავნე, ტოქსიკურ და მომწამლავ ნივთიერებებს, ძლიერი გახურების დროსაც. მისი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია: კალცინირებული დოლომიტი, ბუნებრივი მაგნეზიტი, მაგნიუმის ოქსიქლორიდი, ასევე ვულკანური მინა. ეს ფილები ორივე მხარეს დაფარულია მინაბოჭკოვანი ბადით, რაც განაპირობებს მის მაღალ სიმტკიცეს, ხდის მას ნესტ და წყალ გამძლეს. მმფ 1200 გრადუს ტემპერატურამდე არ იწვის და როგორც ცეცხლგამძლე მასალას საერთაშორისო სტანდარტებით მინიჭებული აქვს A კლას. მმფ 100 დღე-ღამის განმავლობაში წყალში ყოფნისას არ იბერება, არ სკდება, არ იშლება და სწორედ ამ იდეალური თვისებების გამო ის უნიკალურია საუნების აუზებისა და სხვა ნესტიანი შენობების კონსტრუქციისთვის. ყინვაგამძლეობით მინიჭებული აქვს R35. მმფ-ის მოღუნვა შესაძლებელია სასურველ ფორმამდე დასველების გარეშე, მაგრდება როგორც ლურსმნებით ასევე ხრახნით, ის არ იფშვნება ჭრისას, ფრეზვისას და საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ინსტრუმენტი, როგორიცაა ბურღი, საკანცელარიო დანა და ხერხი. მმფ ადვილად იღებება, ეკვრება შპალერი, კაფელ-მეტლახი, დეკორატიული ბათქაში. ის მდგრადია ისეთი აგრესიული ნივთიერებების მიმართ როგორიცაა: ტუტეები, ბენზინი, მინერალური ზეთები, ქრომ მჟავა და სხვა. ტექნიკური მახასიათებლები გეომეტრიული ზომები: 1220X2440მმ. სისქე: 4, 6, 8 მმ წონა: 12, 18, 24 კგ. სიმკვრივე: 800-1400კგ/მ3 ზედაპირის სიმკვრივე: 1,9კტ/მ2 ყინვაგამძლეობა: F35 თბოგამტარობა: 0,21ვტ/(მ C) ხმაიზოლაცია: 46დბ ცეცხლგამძლეობა: GB5464-85 ორთქლგამტარობა: 0,11-0,14 ფორმის ცვლილება ტენიან გარემოში, არაუმეტეს: 0,34% მმფ 100 დღე-ღამის განმავლობაში წყალში ყოფნისას არ იბერება და არ კარგავს თავის თვისებებს. თავის შემადგენლობაში არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, ასბესტს. არ აქვს სუნი გახურებისას არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. სწორხაზოვანი გაპართოების ტემპერატურული კოეფიციენტი უცვლელია.
lunitex.ge,ლუნიტექსი,მინამაგნიტი, lunitex.ge,ლუნიტექსი,მინამაგნიტი,

დაგვიკავშირდით